გიორგი კვირიკაშვილი : ძალოვანი მინისტრების შეცვლა არ იგეგმება

ძალოვანი მინისტრების შეცვლა არ იგეგმება, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში რამდენიმე სამთავრობო ცვლილება იგეგმება, თუმცა ეს არ ეხება ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებს.

“რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, რამდენიმე ცვლილება იგეგმება და ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“შეგვიძლია გვქონდეს ქართველი პროფესიონალი ჯარისკაცების იმედი” – აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი
შემდეგი სტატიაოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე თანამდებობიდან გადადგა