ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე თანამდებობიდან გადადგა

ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ვიდეო მიმართვა მან თავადვე გაავრცელა სოციალური ქსელის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ სექტემბერში შეუფარდა. სასამართლოს პროკურატურამ მიმართა დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. ლორთქიფანიძეს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ძალოვანი მინისტრების შეცვლა არ იგეგმება
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძე : კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სამონასტრო ცხოვრებასთან დაკავშირებით ვფიქრობ, ახალ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ