გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპელ პარტნიორებთან საქართველოში მიმდინარე რეფორმები განვიხილოთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპელ პარტნიორებთან საქართველოში მიმდინარე რეფორმები განვიხილოთ, რათა მათ იცოდნენ საქართველოში განხორციელებული რეფორმების და მიღწევების შესახებ. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იქნება, იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც შესაძლოა, გაჩნდეს.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, კანონის უზენაესობის გაუმჯობესების, სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობა. განვიხილეთ ამ პროცესებს მნიშვნელობა, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ, ვისაუბრეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებს მნიშვნელობაზე. ასევე, განვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ჰუმანიტარული ვითარება და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მნიშვნელობა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში​პრეზიდენტმა პარიზში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნა
შემდეგი სტატიაჟურნალისტი მაკა წიკლაური უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა