ჟურნალისტი მაკა წიკლაური უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

ჟურნალისტი მაკა წიკლაური უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ამაღლების ქუჩაზე მოხდა, მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა, მაკა წიკლაურთან ერთად მისი ოჯახის წევრი- დედამთილიც დაიღუპა.

მაკა წიკლაურს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ჟურნალისტი წლების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში მუშაობდა.

თბილისში, ამაღლების ქუჩაზე ორი გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარი გუშინ იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“თაიმერი” უსამძიმრებს გარდაცვლილი კოლეგის ოჯახის წევრებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპელ პარტნიორებთან საქართველოში მიმდინარე რეფორმები განვიხილოთ
შემდეგი სტატიაბოლო გასამართლებული ზვიადისტის გამართლებელი განაჩენი