გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ცხელი, არაპროგნოზირებადი, თუმცა ინციდენტების გარეშე არჩევნები

2012 წლამდე რეჟიმი შეიცვალა, თუმცა არა არჩევნების გზით, ყველა სირთულის მიუხედავად, 2012 წელს ქართველმა ხალხმა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას მიაღწია, რამაც რეჟიმი შეცვალა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„2012 წლის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ თავისუფალი არჩევნები, როგორც ადგლობრივი, ისე საპრეზიდენტო. წელს ჩვენ ამ წრეს საპარლამენტო აჩევნებით დავასრულებთ. ჩვენ გვჭირდება ცხელი, არაპროგნოზირებადი, თუმცა ინციდენტების გარეშე არჩევნები, ისეთი არჩვნები, როდესაც ანგარიშებს არ ყინავენ, არავინ აკონტროლებს, რომელ ინფორმაციას უყურებს ხალხი და ყველა კანდიდატი შედეგებს საარჩევნო ყუთებიდან ელოდება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო მოუთმენლად ველით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასმაბლეის სადამკვირვებლო მისიას ორი მიზეზის გამო: 1) საერთაშორისო დამკვირვებლები მსახურებოდნენ საქართველოს იმ პერდიოში, როდესაც არჩვნების წაგება შეუძლებელი იყო.: ჩვენ თქვენი იმედი გვქონდა მაშინაც, როდესაც ჩვენი ხმის გაგება არავის შეეძლო. 2) 2016 წლის არჩვნები იქნება ყველაზე გამჭვირვალე, თავისუფალი და თანასწორუფლებიანი.

„ჩვენ გვსურს, თქვენ იყოთ იქ, რომ იზეიმოთ შედეგი, როგორიც არ უნდა იყოს ის. ჩვენ დემოკრატიული გადარავალი პერიოდიდან დემოკრატიულ კონსოლიდაციაზე გადავდივართ. გამარჯვებული არ იღებს ყველაფერს და წაგებული არ კარგავს ყველაფერს.. ჩვენ ამით ვამაყობთ. ჩვენ მივაწოდეთ “ევროპა” საქართველოს. ჩვენ გადავაჭარბეთ ევროპის მოლოდინს დემოკრატიული კონსოლიდაციისა და დემოკრატიზაციის მხრივ. ჩვენ ვართ მტკიცებულება იმისა, რომ დემოკრატიის განვითარება, პირობითობა დ აინსტიტუტების შენება შესაძლებელია, როდესაც დასახულია მიზნები. თუკი ჩვენ შევძელით, სხვებიც შეძლებენ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს უკან დასახევი გზა არ აქვს, ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ
შემდეგი სტატია“ვილნიუსიდან ათენში, მადრიდიდან ბუქარესტში პირდაპირი მოძრაობა მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად”