“ვილნიუსიდან ათენში, მადრიდიდან ბუქარესტში პირდაპირი მოძრაობა მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად”

თითეული მოქალაქისთვის საამყაოა, როდესაც შეეძლებათ ევროპის მასშტაბით დაუბრკოლებლად მოძრაობა და ესაა ჩვენი დაბრუნება ევროპაში დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უკვე აქვს გამოცდილება რეფორმების წარმატებულად განხცორციელების კუთხით, მიზნების განსაზღვრის, ამოცანების დასახვის, ვადების შესრულებისა და ხარისხის შედეგების მიღწევის თვალსაზრისით. „ჩვენ ახლახან შევასრულეთ და განვახორციელეთ ვიზალიბერალიზაციისთვის დასახული მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს უქმნის პერსპექტივას დაუბრკოლებლად, ევროპის კავშირის მასშტაბით გადადგილების მხრივ. აშკარაა, თითეული მოქალაქისთვის მოსახერხებელი და საამყაოა, როდესაც შეეძლებათ ევროპის მასშტაბით დაუბრკოილებლად მოძრაობა და ესაა ჩვენი დაბრუნება ევროპაში დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ. ვილნიუსიდან ათენში და მადრიდიდან ბუქარესტში პირდაპირი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად. 2004 წელს ევრკავშირის ახლადშეძენილმა მოქალაქეებმა, ასმა მილიონმა ადამიანმა, ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს განცდა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ცხელი, არაპროგნოზირებადი, თუმცა ინციდენტების გარეშე არჩევნები
შემდეგი სტატიაირაკლი ლექვინაძე: ერთი ხელის მოსმით გარე ვაჭრობის ტერიტორიების გაწმენდა არაჰუმანურია