გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ დავიწყებთ ძალიან ინტენსიურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან

კვირიკაშვილისათვის ემიგრანტები თურმე ფულის ქისაა

ახლად დამტკიცებული პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს უკვე დაავალა საქმიან წრეებთან შეხვედრების ორგანიზება. გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს დღეებში შეხვედრას გეგმავს არასამთავრობო სექტორთანაც.
“უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ ძალიან ინტენსიურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან, მათ შორის, მინდა ბიზნესომბუდსმენს, ბატონ გიორგი გახარიას ვთხოვო საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება გააკეთოს – ეს არ იყოს მხოლოდ მსხვილი ბიზნესი, მოვძებნოთ ახალი სახეები. ბევრი საინტერესო ახალი მეწარმეა, ბიზნესია და მინდა, მათ წარმომადგენლებსაც აუცილებლად შევხვდეთ. ასევე მინდა, უახლოეს დღეებში გავუკეთოთ ორგანიზება არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას. მინდა მოვისმინო მათი წინადადებები, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური და გამჭვირვალეა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გვარის არის ესა თუ ის მინისტრი
შემდეგი სტატიათბილისის ეროვნული პარკის დირექტორის მანქანაში ხელყუმბარები და იარაღის მჭიდი იპოვეს