გიორგი კვირიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ კონტრიბუციას აკეთებს ქვეყნის განვითარებაში

თქვენ ალბათ არ გნებავთ დაინახოთ, თუ რა თანხებს იხდის ბიძინა ივანიშვილი ჯიბიდან ქვეყნის განვითარებისთვის, ანუ ფონდი „ქართუს“ მეშვეობით, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე, გიგა ბოკერიას კითხვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შეეხებოდა.

„მოგიწოდებთ, რომ მოიკითხოთ ინფორმაცია, თუ რა ხდება „ქართუ“ ფონდის საქმიანობის მიმართულებით. რა პროექტებს აფინანსებენ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ასევე უნივერსიტეტის მშენებლობის და ასე შემდეგ“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ კონტრიბუციას აკეთებს ქვეყნის განვითარებაში.

„არ არის ჩემი საქმე, რომ ამ დეტალებში წავიდე, მაგრამ დამერწმუნებით, რომ თქვენც კი შეიძლება, გაკვირებული დარჩეთ. მაგრამ ვაი, რომ მგონია, იცით ეს ყველაფერი და მაინც თეთრზე გნებავთ, რომ შავი თქვათ. რა ვქნათ, ეს თქვენი ნებაა, თქვენი ფუნქცია ეგ არის, ოპოზიციის და თქვენ, რა თქმა უნდა, ამის სრული უფლება გაქვთ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმღებრიშვილი კახიძეს: ერთ ანეკდოტს მახსენებთ ნასოსზე და რა გინდათ – დავიფიცო, თუ დავიგინო?
შემდეგი სტატიალარი ისევ გაუფასურდა- ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5026 ლარი იქნება