მღებრიშვილი კახიძეს: ერთ ანეკდოტს მახსენებთ ნასოსზე და რა გინდათ – დავიფიცო, თუ დავიგინო?

საპარლამენტო უმცირესობის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი მღებრიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ კახიძე დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე კახიძე კრიმინალის სტატისტიკით დაინტერესდა და მინისტრობის კანდიდატს იმის დასახელება მოსთხოვა, თუ რამდენი ბანკის ყაჩაღობა მოხდა მიმდინარე წელს.

„დამალული დანაშაულის შესახებ ერთი ფაქტი მაინც მომიყვანეთ. ინფორმაცია გაქვთ, რამდენი ყაჩაღობა იყო საქართელოში 2008-2009 წელებში? – 1008 ყაჩაღობა ფიქსირდებოდა და წელს 400-ია. ერთი ფაქტი მითხარით, რომელიც თქვენ იცით და დარეგისტრირებული არ არის. მკვლელობა 263 იყო და რა კრიმინალზე მელაპარაკებით? უაპელაციოდ საუბარი არ გამოდგება. ყაჩაღობას სტატისტიკაში მთლიანად აღვნუსხავთ. ერთი ფაქტი მომიყვანეთ, შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა. რა გინდათ დავიფიცო, თუ დავიგინო? ერთ ანეკდოტს მახსენებთ ნასოსზე“, – მიმართა კახიძეს მღებრიშვილმა.

კახიძის თქმით, ოპოზიციამ საიდან უნდა გაიგოს სტატისტიკის შესახებ, თუ დანაშაული არ დარეგისტრირდა.

„თქვენს გვერდზე ჩანს გაყალბება. 1580 დანაშაულია დამალული და ეს შეიძლება ცდომილება იყოს?“, – მიმართა კახიძემ მღებრიშვილს, რომელიც მინისტრობის კანდიდატმა ჩასაფრებული ადამიანის პოზიციაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაში“წინასაარჩევნო დაპირისპირება იმ კულტურის ინერცია იყო, როცა კამპანია ცხვირ-პირის მტვრევით წარიმართებოდა”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ კონტრიბუციას აკეთებს ქვეყნის განვითარებაში