გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

13441712_1745523372399329_498341696_o

გიორგი კვირიკაშვილმა და ანგელა მერკელმა იმსჯელეს საქართველოსა და გერმანიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მჭიდრო დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობები განავითარა საქართველოსთან.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს ოფიციალური მოწვევისთვის და ხაზი გაუსვა გერმანიასთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. მისი თქმით, ფასდაუდებელია დახმარება, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წლებია უწევს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სხვადასხვა სფეროს განვითარების მიზნით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს ოკუპაციის პრობლემები, მაგრამ ვცდილობთ, დავწიოთ ტემპერატურა
შემდეგი სტატიაპესკოვი: კრემლი ნატოს ბატალიონის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს