გიორგი კვირიკაშვილი: რაგბი საქართველოში სპორტის ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა

რაგბს დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს მთავრობისგან, რაგბი საქართველოში სპორტის ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რედისონში“, რაგბის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ხელშეწყობით, რაგბის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა აშენდა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ამ საქმეში ფონდ „ქართუს“ წვლილი, აშენდა 16 სტადიონი და 85 მილიონის დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„ეს არის ძალიან შთამბეჭდავი. საქართველო გახდა რაგბის ქვეყანა. ყველაზე დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ქართველ რაგბისტებს, რომლებმაც ურთულეს პირობებში, ურთულეს წლებში შეძლეს, დაეცვათ საქართველოს სახელი მსოფლიო მასშტაბით. მინდა, სიამოვნებით აღვნიშნო გასული წლის გაერო-ს გენერალური ანსამბლეა ნიუ-იორკში, სადაც იგრძნობოდა მხარდაჭერა საქართველოსადმი, პატარა ქვეყნებისგან. მათ აღნიშნეს, რომ საქართველო რაგბის ქვეყანა გახდა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, 2017 წელს, რაგბში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს და საქართველოს მთავრობა მზად არის, ჩემპიონატს მხარი დაუჭიროს.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ რაგბისტებს ფიჯისთან გამარჯვება მიულოცა და მათ სრულ მხარდაჭერას დაპირდა.

რაგბის ასამბლეის ფარგლებში საქართველოს 40-მდე ქვეყნის 75 დელეგატი სტუმრობს. ღონისძიებას რაგბის ევროპის პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წერვი, ოქტავიან მორარიუც ესწრება.

banner
წინა სტატიაშიბორჯღალოსნებმა ოკეანეთის ისტორიული ტურნე დაუმარცხებლად დაასრულეს
შემდეგი სტატიაინგლისის ბანკი რეფერენდუმის შემდეგ ფინანსური სტაბილურობის პირობას დებს