ინგლისის ბანკი რეფერენდუმის შემდეგ ფინანსური სტაბილურობის პირობას დებს

ინგლისის ბანკმა პირობა დადო “ყველა საჭირო ნაბიჯი” გადადგას ფინანსური სტაბილურობისათვის დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის თანახმადაც, ბრიტანელებმა ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტეს.
თავის განცხადებაში რეგულატორი ამბობს, რომ ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს და მჭიდროდ ითანამშრომლებს როგორც ბრიტანულ, ასევე უცხოურ ბანკებთანაც.
რეფერენდუმის შედეგებმა უკვე გამოიწვის ფუნტის მკვეთრი დაცემა ბირჟებზე. ამ სიახლის ფონზე ჩამოიშალნენ აზიური საფონდო ბირჟებიც.
ბევრი ეკონომისტი ამბობდა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ შესაძლებელია ბრიტანულ ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენოს და რეცესია მოხდეს.
ანალიტიკური კომპანია Capital Economics-ი უახლოეს მომავალში ინფლაციას ელოდება.
შეგხსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთსი გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: რაგბი საქართველოში სპორტის ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა
შემდეგი სტატიადევიდ კემერონმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა