გიორგი ხარჩილავა: როგორ შეიძლება საქმისადმი თავდადება ანგარიშებში ასახო

“2008 წლის ომის პერიოდში შაბათ-კვირაც 24 საათიანი დატვირთვა გვქონდა..სამსახურებში გვეძინა…ვიდექით მოსახლეობის გვერდით და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის საჯარო პირები გავდიოდით ნებისმიერი სახის ინციდენტის რეაგირებისთვის..გამომდინარე იქედან,რომ ენგურჰესი წალენჯიხაში მდებარეობს,აქ 3 ლოკაციაზე ბაზირებდნენ რუსული ნაწილები-ფახულანი,ჭალე,ჯგალი(კანთი)..ერთ ერთ ასეთ შემთხვევის(მუჟავაში ჩვენი მოქალაქის სახლის დაცხრილვის) შემდეგ,აფეთქების შედეგად,დაიღუპა შემთხვევის ადგილზე გასული წალენჯიხის გამგებელი,სიცოცხლით სავსე კაცი,გიორგი მებონია,ხოლო მე(საკრებულოს თავმჯდომარე)გადავურჩი იმავე აფეთქებას,როგორც მილიონ-ერთ..იმ პერიოდში,ომში მყოფნი,საერთოდ,ვინ ფიქრობდა პრემიებზე და დანამატებზე..ან რა კომპენსირებას შეუძლია შეწირული სიცოცხლის ანაზღაურება..საერთოდ,როგორ შეიძლება საქმისადმი თავდადება ანგარიშებში ასახო და უწყისებში გაწერო..როგორ შეიძლება ხალხის მიერ არჩეულმა საკუთარ ხალხს ზედმეტად ნამუშევარი საათების ინვოისები წარუდგინო….და ძნელბედობის ჟამს გაწეული შრომა დაამადლო…არაფერს ვამბობ ცოტათი ამაღლებულზე-კაცო,დადევი,გადარიცხე ეგ ხელფასი,მოისხი ვინმე გაჭირვებულის მადლი”-წერს გიორგი ხარჩილვა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: მიკროავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, ისევე, როგორც სხვა პროექტები, შეჩერდება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა