გიორგი კამკამიძე: აღდგომის ღამეს ადამიანების ცხრა საათით ერთად შეკრება დამღუპველი გადაწყვეტილებაა

“განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს ის გადაწყვეტილება, რომ ხალხი უნდა შეიკრიბოს საღამოს ცხრიდან დილის ექვსამდე. ეს არის დამღუპელი გადაწყვეტილება, თუ ვერ ვახერხებთ ამის აკრძალვას, მაშინ ამას ჯობია, მოიხსნას შეზღუდვა და გადანაწილდეს ეს ხალხი. იმიტომ, რომ იძულების წესით ამ ცხრა საათის განმავლობაში ადამიანების ერთად თავმოყრა არის ყველაზე უფრო საშიში ქცევა, რომლისკენაც მოგვიწოდებს ეკლესიის ნაწილი, ასე ვიტყვი. აქ არის ძალიან ბევრი ეკლესიის მესვეური, რომლებიც მოუწოდებენ ხალხს, რომ არ არის ღალატი არმისვლა, პირიქით, ეს არის გადარჩენა ეკლესიის, მისი მრევლის და ამ გზით დანარჩენი მოსახლეობის ”- აცხადებს კლინიკა ნეოლაბის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კამკამიძე, TV პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო თანმიმდევრული აქამდე, თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო და ყველა უნდა გავერთიანდეთ ერთი მიზნის გარეშემო. აქამდე მიდიოდა აკადემიური მსჯელობები იმაზე, როგორ ჯობია დიაგნოსტიკა, როგორ ჯობია, რომ პაციენტებს მოვემსახუროთ, ახლა ეს რელევანტობას კარგავს და ყველა ვერთიანდებით ძალიან მარტივი ჭეშმარიტების გარშემო – არ შეიძლება, იყოს პრივილეგირებული ჯგუფები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც, კანონის მიუხედავად, მაინც შეიკრიბებიან და ამ მხრივ შეუქმნიან ძალიან დიდ საფრთხეს დანარჩენ მოსახლეობას-აცხადებს კლინიკა ნეოლაბის დირექტორი.

banner
წინა სტატიაშინინო გიორგობიანი: პირბადეების ბიზნესთან შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის დაკავშირება მორიგი “ფეიკნიუსია
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: უმორჩილესად ვთხოვ ეკლესიას, მოუწოდონ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა სხვა ფორმატით ჩავატაროთ