ნინო გიორგობიანი: პირბადეების ბიზნესთან შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის დაკავშირება მორიგი “ფეიკნიუსია

“პირბადეების ბიზნესთან შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის დაკავშირება მორიგი “ფეიკნიუსია”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი, ნინო გიორგობიანი წერს.

“მინდა, გამოვეხმაურო მორიგ “ფეიკნიუსს”, ვითომდა კორუფციული სქემა რომ გაშიფრეს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე პირბადეების ბიზნესში „ამხილეს“.

კომპანიასთან, რომელთანაც მინისტრის მოადგილის დაკავშირება სცადეს, კახა საბანაძეს არაფერი აქვს საერთო გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მეწილე, უბრალოდ, მისი მოგვარეა.

ასეთი ინფორმაციის ტირაჟირება არის მორიგი მავნებლობა, “ფეიკნიუსის” კიდევ ერთი ნათელი მაგალითი”, – წერს გიორგობიანი.

banner
წინა სტატიაშითბილისში 56-ვე მუნიციპალური სასაფლაო ხვალიდან ათი დღით დაიკეტება
შემდეგი სტატიაგიორგი კამკამიძე: აღდგომის ღამეს ადამიანების ცხრა საათით ერთად შეკრება დამღუპველი გადაწყვეტილებაა