გიორგი კახიანი – სატრანსპორტო მოძრაობის შეჩერებას და ქალაქის პარალიზებას სახელმწიფო არ დაუშვებს

ოპოზიციას აქვს უფლება, ნებისმიერი საპროტესტო აქცია გამართოს, თუ ის სხვა კანონდარღვევებს არ გამოიწვევს და საზოგადოებისთვის პრობლემებს არ შექმნის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს დაგეგმილ აქციაზე კომენტარისას აღნიშნა.

„აქცია, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის შეჩერებას და ქალაქის პარალიზებას, ბუნებრივია, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს და შესაბამისი რეაგირება იქნება. გზის გადაკეტვა იქნება არაკანონიერი და ამას შესაბამისი რეაგირება ექნება, ანუ, სახელმწიფო ქალაქის მაცხოვრებლების ინტერესებს დაიცავს.

თუ ოპოზიციამ იცის, რომ ის ქმედებები, რასაც განახორციელებენ არის კანონდარღვევა და ამაზე მაინც წავლენ, ეს სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა პროვოკაციას. ეს იქნება პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს, დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც ქვეყანას არ სჭირდება, პირიქით, საზოგადოების ინტერესია განვითარება“,- განაცხადა კახიანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით სილიკონის ველის წამყვანმა ინვესტორებმა თბილისში ვენჩურული კაპიტალის მასტერკლასს უმასპინძლეს
შემდეგი სტატიათემურ ჯანაშია – ცხრა წელი „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა ამომრჩეველს, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგებოდა, აგერ არის სასამართლო