თემურ ჯანაშია – ცხრა წელი „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა ამომრჩეველს, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგებოდა, აგერ არის სასამართლო

დღეს მარტივი მოცემულობაა, ადამიანი თუ ჯანმრთელია, უნდა მოიყვანონ სხდომაზე, თუ ავად არის, გადაიყვანონ საავადმყოფოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„ცხრა წელი „ოცნება“ ჰპირდებოდა ამომრჩეველს, რომ სააკაშვილი წარდგებოდა სასამართლოს წინაშე და აგერ არის სასამართლო. თვითონ ის ფაქტი, რომ საქმე ამდენი ხანია, მიმდინარეობს, ისედაც ეჭვებს ბადებს, რამდენად ობიექტურადაა გამოძიებული. ამაზე ცხრა წელი ვლაპარაკობთ და ყველას შევაწყინეთ თავი ჩემი პიჯაკებით“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კახიანი – სატრანსპორტო მოძრაობის შეჩერებას და ქალაქის პარალიზებას სახელმწიფო არ დაუშვებს
შემდეგი სტატიაშსს – ყალბი ინფორმაციების გავრცელების მიზანია პოლიციელების და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა დემორალიზება