გიორგი კახიანი: სანდრა რულოვსი არჩევნებში განწირული იქნება მარცხისთვის

ეჭვი არავის ეპარება, რომ სანდრა რულოვსი არჩევნებში განწირული იქნება მარცხისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კანონმდებლობას „არაფრად აგდებს“.

„სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს არის ოდესის გუბერნატორი, არღვევს ქართულ კანონმდებლობას. როგორც ოდესის გუნერნატორი და როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე, იგი უხეშად ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში. მას ამის უფლება არ აქვს. სამწუხაროდ,იგი საქართველოს კანონმდებლობას არაფრად აგდებს“, განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგის ქუჩაზე პროკურატურის ექსპერტები საგამოძიებო ქმედებებს ახორციელებენ
შემდეგი სტატიაგენინსპექციამ სამეგრელ-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსი დააკავა