ყაზბეგის ქუჩაზე პროკურატურის ექსპერტები საგამოძიებო ქმედებებს ახორციელებენ

პროკურატურის ექსპერტები ყაზბეგის 24 ნომერში, გაჩეხილი ხეების ტერიტორიაზე საგამოძიებო ქმედებებს ახორციელებენ, ადგილზე იმყოფებიან კომპანია ”ორბის” წარმომადგენლებიც. შესაბამისი ნებართვებისა და ხეების მოჭრის კანონიერების შესასწავლად პროკურატურის წარმომადგენლები მერიასა და კომპანია ”ორბიშიც” არიან შესულები. თბილისის პროკურატურაში კი გამოსაკითხათ „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დაიბარეს.

“წესი და კანონი ითვალისწინებს, რომ გამწვანების სამსახურს ადგილზე უნდა გადაემოწმებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცა ნებართვა. ხოლო ჭრის პროცესი უშუალოდ ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა განხორციელებულიყო. ეს ორი რამ არ შესრულებულა. ალბათ დიდი ფულის ტრიალი იყო და იმიტომ. გამწვანების სამსახურის უფროსი, რომელიც პირადად პასუხისმგებელია ამაზე, არ უნდა იყოს ასე სამაცხვინოდ სკამს ჩაბღაუჭებული”, -განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: პოლიტიკურ ელიტას პოლიტოლოგიაში გაკვეთილები სჭირდება
შემდეგი სტატიაგიორგი კახიანი: სანდრა რულოვსი არჩევნებში განწირული იქნება მარცხისთვის