გიორგი გვახარია: ჩავატარეთ თორაკოტომია, ანუ გავხსენით გულ-მკერდის ღრუ

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ქირურგმა, გიორგი გვახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩატარდა ოპერაცია გულ-მკერდის არეში. მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში პაციენტს ტომოგრაფია უტარდება რის შემდეგაც ნეიროქირურგი გადაწყვეტს, იქნება თუ არა საჭირო ნეიროქირურგიული ოპერაცია.

„პაციენტი კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ. აღინიშნება პოლიტრავმა, ანუ მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი, ამ მიდამოში აღინიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და ე.წ. ჰემო-პნევმო-თორაქსი, ანუ პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობით. გარდა ამისა, აღენიშნება მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ე.წ. აკრომიონის მორჩის დაზიანებით და თავის მიდამოში, თხემის მიდამოში ოთხი ჭრილობა, ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები.

ჩავატარეთ თორაკოტომია, ანუ გავხსენით გულ-მკერდის ღრუ. ჩავატარე შესაბამისი ოპერაცია. სისხლდენა გაჩერებულია. ახლა პაციენტი ჩამოყვანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტში, რადიოლოგიურ დეპარტამენტში, სადაც თავის ქალას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდება. ინახება დაზიანების ხარისხი და ნეიროქირურგი გადაწყვეტს მისი მკურნალობის შემდეგ ტაქტიკას. საჭირო იქნება თუ არა კიდევ დამატებით ნეიროქირურგიული ოპერაცია. მდგომარეობა სერიოზული და მძიმეა, პოლიტრავმა მძიმე პათოლოგიაა“,- განაცხადა ექიმმა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია დღეს დაჭრეს.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – არასრულწლოვანის გარდაცვალების საქმეზე არ არის გამორიცხული, გაიზარდოს დაზარალებულთა და ბრალდებულების რიცხვი, შესაძლოა, დამძიმდეს კვალიფიკაცია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ცოტნე გამსახურდია ძალიან ღირსეული ადამიანია