მიხეილ სააკაშვილი: ცოტნე გამსახურდია ძალიან ღირსეული ადამიანია

“მიხარია რომ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მთელი გულით ვუსურვებ სწრაფ გამოჯამრთელებას, ისედაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა ცხოვრებაში და ზოგადად ძალიან ღირსეული ადამიანია. ხოლო მასზე თავდამსხმელი დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით!
მას შემდეგ რაც 90-იანი წლების განუკითხაობის დამბრუნებელი ივანიშვილი მოშორდება ხელისუფლების სადავეებს და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას”-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

ქირურგ გიორგი გვახარია განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას აღინიშნება პოლიტრავმა, ანუ მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი, ამ მიდამოში აღინიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და ე.წ. ჰემო-პნევმო-თორაქსი, ანუ პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობით. გარდა ამისა, აღენიშნება მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ე.წ. აკრომიონის მორჩის დაზიანებით და თავის მიდამოში, თხემის მიდამოში ოთხი ჭრილობა, ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები.ჩავატარეთ თორაკოტომია, ანუ გავხსენით გულ-მკერდის ღრუ. ჩავატარე შესაბამისი ოპერაცია. სისხლდენა გაჩერებულია.ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა-აცხადებს ექიმი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია გუშინ დაჭრეს

banner
წინა სტატიაშიგიორგი გვახარია: ჩავატარეთ თორაკოტომია, ანუ გავხსენით გულ-მკერდის ღრუ
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია: ნეიროქირურგიულ ოპერაციას შეასრულებს არჩილ ჯვარშეიშვილი- ილოცეთ ჩვენთვის