გიორგი გუგუჩია – რეგიონში 4 სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და 6 ახალი სკოლის მშენებლობასვიწყებთ

სამეგრელო-ზემო სვანეთში 4 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, 6 სკოლის მშნებელობაზე კი ტენდერია გამოცხადებული – რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გაეცნო. ახალი სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო.

„მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან, საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ვაგრძელებთ. ამჯერად წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ვიმყოფებოდით, სადაც შეხვედრებთან ერთად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასაც გავეცანით და სამომავლო პროექტები დავსახეთ. გამოვყოფ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, ჩვენ ამ დროისთვის ოთხი სკოლის მშენებლობას ვახდენთ და ვიწყებთ 6 ახალი სკოლის სამშენებლო პროცესს, ასევე მოვახდენთ 25 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას“ – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასთან ერთად სახელმწიფო რწმუნებული ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრის და წალენჯიხაში ჯვარის წყალმომარაგების პროექტის მიმდინარეობას, მის მოადგილეებთან და მერებთან ერთად გაეცნო.

„ჯვარში ხორციელდება წყალმომარაგების უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის სამუშაოების 85 პროცენტი უკვე თითქმის დასრულებულია, იყო გარკვეული შეფერხებები, თუმცა ამჟამად პროექტი სრული დატვირთვით მუშაობს, გვაქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე მთლიანად დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა“ – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 452, იმერეთში 82, აჭარაში 56