კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 452, იმერეთში 82, აჭარაში 56

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 794 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 452 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 82, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 47, გურია – ორი, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – ექვსი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – სამი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 065, საიდანაც: 3 147 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 774, აჭარაში – 282, იმერეთში – 399. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 681 პირი, მათ შორის, თბილისში – 303, აჭარაში – 76, იმერეთში -147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 14, იმერეთში – 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 343 – თბილისში, 236- აჭარაში. 6 308 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, 47-ვე თბილისში.

სულ 6 ოქტომბრიდან – 11 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 843 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 749 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 768, პირი, აჭარაში – 1 685, იმერეთში – 1 054.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგუჩია – რეგიონში 4 სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და 6 ახალი სკოლის მშენებლობასვიწყებთ
შემდეგი სტატიათელავში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს