გიორგი გრიგოლია: ტიკარაძე დაეთანხმა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მკურნალობა არაა მიზანშეწონილი

“ტიკარაძე დაეთანხმა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მკურნალობა არაა მიზანშეწონილი” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ექიმმა რეანიმატოლოგმა, გიორგი გრიგოლიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა კონსილიუმის წევრებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა. ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთი, როგორც ექიმის, და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწის. ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს და ალბათ, შეეცდება რაღაცის გაკეთებას. ანუ დაეთანხმა, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნას პოლიპროფილურ კლინიკაში. ამ შეხვედრიდან დამრჩა პოზიტიური შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი ეკატერინე და მისი მოადგილე ბევრად უფრო ახლოს არიან ექიმების პოზიციასთან, ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელების, – თქვა ექიმმა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.

banner
წინა სტატიაშიდიტო საძაგლიშვილი: “ხელისუფლების ქმედებები მიუთითებს, რომ მათ აქვთ მიხეილ სააკაშვილის მოკვლის განზრახვა”
შემდეგი სტატიაგლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმყოფება