დიტო საძაგლიშვილი: “ხელისუფლების ქმედებები მიუთითებს, რომ მათ აქვთ მიხეილ სააკაშვილის მოკვლის განზრახვა”

“ამ პირობებში მათი ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ მათ აქვთ რეალურად მიხეილ სააკაშვილის მოკვლის განზრახვა”, – ამის შესახებ გლდანის ციხესთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი საუბრობს.

ბოლო რამდენიმე დღეა, ჩვენ ყოფელთვის ხაზს ვუსვამთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სუსტად. ასევე, არამხოლოდ ადვოკატები, არამედ ექსპერტები, როგორც სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ეგიდით შექმნილი ჯგუფის, ასევე თავად ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები მიუთითებდნენ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დამდგარიყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გაუარესება, როდესაც სამედიცინო ჩარევასაც კი არ ექნებოდა აზრი და შეიძლება ეფექტურიც კი ვერ აღმოჩნდეს…

ამის ფონზე ჩვენ ვისმენდით ხელისუფლების მხრიდან უკიდურესად ცინიკურ კომენტარებს, დამცინავ კომენტარებს რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ადამიანობასთან… ეს არის ღვარძლი და ბოროტება… ამ პირობებში მათი ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ მათ აქვთ რეალურად მიხეილ სააკაშვილის მოკვლის განზრახვა. არ ვიცი რამდენად მოეგებიან გონს და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, – ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიდედა სიდონია: დღეს ბედს არ უნდა გვიწყვიტავდნენ ისინი, ვისაც არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის! წერტილი!!!
შემდეგი სტატიაგიორგი გრიგოლია: ტიკარაძე დაეთანხმა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მკურნალობა არაა მიზანშეწონილი