გიორგი გიუნაშვილი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულია – სუს-ი

აქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ცხინვალის ე.წ. ციხეში თითქმის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, გათავისუფლებულია და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს, 26 ნოემბერს გადაეცა.

გიორგი გიუნაშვილი ამჟამად საკუთარ ოჯახში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით დასახლებაში იმყოფება.მას სოფელ ერგნეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ და სახლში მიაცილეს.

გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის 8 ივნისს იქნა დაკავებული. მისი გათავისუფლების საკითხი მუდმივად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრაზე სოფ.ერგნეთში.

banner
წინა სტატიაშივაჟა ფშაველას გამზირზე PSP-ს აფთიაქი გაძარცვეს
შემდეგი სტატია“საქართველოს ხელისუფლებაში არის ვიღაც, იმას არ აწყობს ლუკავა გიორგის გათავისუფლება”