“საქართველოს ხელისუფლებაში არის ვიღაც, იმას არ აწყობს ლუკავა გიორგის გათავისუფლება”

ოკუპირებულ აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს. ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია აცხადებს, რომ მისი მეუღლის გათავისუფლებას საქართველოს ხელისუფლება განგებ არ ცდილობს. მისივე თქმით, გიორგი გიუნაშვილს სანაცვლოდ, ქართული მხარე აფხაზ პატიმარს ვერ გაცვლიდა, რადგან ასეთი ტყვე საქართველოს არ ჰყოლია.

„თუ ეს მოხდა რეალობაში, მაშინ რატომ მოხდა ეს მალულად – მე დავუსვამდი ხელისუფლებას ამ შეკითხვას. რუსეთი ითხოვდა ჩეჩენს და კაზაკს, საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობდა აფხაზი პატიმარი ან აფხაზი ტყვე. ლუკავა გიორგი შეწყალებულია დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის მიერ, ხელმოწერილია 20 მაისს, რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში არის ვიღაც, იმას არ აწყობს ლუკავა გიორგის გათავისუფლება,“ – აცხადებს გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გიუნაშვილი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულია – სუს-ი
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს