გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა არ არის ლეგიტიმური – ოხანაშვილი

გიორგი გახარიას აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და შესაბამისად მისი გადადგომის მოთხოვნა არ არის ლეგიტიმური – ეს განცხადება, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ოხანაშვილის თქმით, შს მინისტრს აქვს სრული მხარდაჭერა “ქართული ოცნების” გუნდის მხრიდან. ანრი ოხანაშვილი საზოგადოების და ოპოზიციის ლიდერების მოთხოვნას გამოეხმაურა – 20 ივნისის ღამის მოვლენებზე აიღოს პასუხისმგებლობა შს მინისტრმა და დატოვოს თანამდებობა.

„გიორგი გახარიას აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და შესაბამისად მისი გადადგომის მოთხოვნა არ არის ლეგიტიმური. შს სამინისტრო მოქმედებს მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვის რა კომუნიკაცია ჰქონდა და როგორ წარიმართა ეს კომუნიკაცია, ეს ჩემი მხრიდან ვერ გახდება მსჯელობის საგანი, იმიტომ, რომ მე ეს ინფორმაცია არ მაქვს,“-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა
შემდეგი სტატიაგამოვიდეს ივანიშვილი, ჩაატაროს არჩევნები და წავიდეს