აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. მიზეზი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციებია, რომლებიც ოკუპირებული სოხუმის ე.წ. მთავრობის შეფასებით, პროვოკაციული ხასიათს ატარებს.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განცხადებით, შეზღუდულია ოკუპირებულ აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა, ასევე აფხაზეთიდან მოქალაქეების გამგზავრება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.

ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად 20:00 საათიდან ჩაიკეტა. ამ დროისთვის უცნობია, როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას.

banner
წინა სტატიაშიდადიანის ქუჩაზე აფთიაქი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა არ არის ლეგიტიმური – ოხანაშვილი