გიორგი გახარიამ საქართველოში სომხეთის ელჩი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოში სომხეთის ელჩი, რუბენ სადოიანი მიიღო.

გახარიამ დიპლომატს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის იდეას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.

ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშირიგგარეშე სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე გაზარდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ეკა ბესელიას თუ აქვს მტკიცებულება და ინფორმაცია, შესაბამის სამსახურებს უნდა მიაწოდოს