გიორგი გახარია : უნდა გვესმოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხდომებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხდომებს, გამონათქვამებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ არა ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ისტორიული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი.

ასევე, მინდა, მოგახსენოთ, რომ გვმართებს უაღრესი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხდომებს, გამონათქვამებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის ის მიდგომა, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს და მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გავატაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება
შემდეგი სტატიასულხან ზუმბურიძეს პროკურატურაში მომავალ კვირას დაიბარებენ