სულხან ზუმბურიძეს პროკურატურაში მომავალ კვირას დაიბარებენ

სახელმწიფო ელექტროსისტემიდან გაფლანგული მილიონების საქმეზე გამოძიებას პროკურატურა იწყებს. აუდიტის სამსახურდმა დოკუმენტაცია პროკურატურაში უკვე გადააგზავნა. სახელმწიფო აუდიტმა დაადგინა, რომ ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან ზუმბურიძის მოღვაწეობის პერიოდში სახელმწიფო ელექტროსისტემა წაგებაზე მუშაობდა და 77 მილიონი იზარალა, თუმცა წამგებიან კომპანიასი კოლოსალური პრემიები მაინც გაიცემოდა, საუბარია 12 მილიონ ლარზე.

ელექტროსისტემის 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, გადახდილი თანხების ნაწილი დაუსაბუთებელია. აუდიტორებმა ხარვეზები იპოვეს „ელექტროსისტემის“ მიერ თანამშრომლებისთვის გაცემული პრემიებისა და ხელფასებშიც. ამას ემატება “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ზუმბურიძის მიერ 2014 წელს როუმინგულ მომსახურებაში დახარჯული 5 დღის განმავლობაში 29,254 ლარი.

კომპანიაში კი აცხადებენ, რომ „ელექტროსისტემას“ 2018 წლიდან ახალი მენეჯმენტი მართავს და დასკვნას სწავლობს. ახალი მენეჯმენტის განმარტებით კომპანიამ გასული წელი 72 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. “თაიმერის ” ინფორმაციით კი კომპანიაში არანაირი ახალი მენეჯმენტი არ არსებობს, კომპანიას ამჟამად ხემლძღვანელობს უჩა უჩანეიშვილი, რომელსაც სულხან ზუმბურიძესთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. უფრო მეტიც ზუმბურიძემ სამსახურიდან წასვლის წინ 100 000 ატასი ლარის პრემის გამოიწერა.

დასკვნა საქართველოს პროკურატურაში გადაიგზავნა და უწყება მასში დანაშაულის ნიშნებს ეძებს. “თაიმერის” ინფორმაციით,სულხან ზუმბურიძეს პროკურატურაში მომავალ კვირას დაიბარებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : უნდა გვესმოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხდომებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს
შემდეგი სტატიაგიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა