გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე – გამოძიებამ უნდა იზრუნოს, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს დარჩენილი, მაგრამ პოზიციის დაფიქსირება ღიად შესაძლებელი იქნება მას შემდგომ, როდესაც ეს პროცესი დასრულდება

რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს დარჩენილი, მაგრამ პოზიციის დაფიქსირება ღიად შესაძლებელი იქნება მას შემდგომ, როდესაც ეს პროცესი დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოძიების პროცესში შესვლა არ არის კორექტული.

„საკმაოდ დეტალებზე მესაუბრებით. ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ ბოლო დღემდე შესაძლებლობა უნდა მივცეთ გამოძიებას, რომ დეტალურად გამოიძიოს. რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს დარჩენილი, მაგრამ პოზიციის დაფიქსირება ღიად შესაძლებელი იქნება მას შემდგომ, როდესაც ეს პროცესი დასრულდება. ამიტომ ბევრჯერ დამატებითი მტკიცებულებები რა თქმა უნდა პროცესია და გამოჩნდება ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, მაგრამ ამით თვითონ გამოძიების პროცესში შესვლა არ არის კორექტული ამიტომ ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ,“ – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო: ეს ქალაქი სტრატეგიულ მნიშვნელობას ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ ავტომაგისტრალთან მდებარეობის გამო ინარჩუნებს