გიორგი გახარია სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებს შეხვდება

საბჭომ მოისმინა ინფორმაცია სასურსათო ბაზარზე შექმნილი გარკვეული პანიკის შესახებ, რომელსაც საფუძველი არ აქვს.

როგორც საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია მოქალაქეებს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს, ასევე შეუფერხებლად ხორციელდება სატვირთო გადაზიდვები, რაც სასურსათო დეფიციტის შექმნას გამორიცხავს.

სწორედ ამ მიზნით გიორგი გახარია დღეს თავად გამართავს მორიგ შეხვედრას სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან. რის შემდეგაც გაკეთდება მინისტრებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადებები საზოგადოებისთვის.

banner
წინა სტატიაშისარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილება დროებით იზღუდება
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ოთხი არასრულწლოვანია