კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ოთხი არასრულწლოვანია

„დღეს შემოგვემატა ხუთი ახალი პაციენტი. მათი ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე. ასაკობრივად განსხვავებული ზღვრული მონაცემებია ყველასთან. მხოლოდ ორ პაციენტთან არის ტემპერატურა 37,2, ჯერ დანარჩენ პაციენტებთან კლინიკა ძალიან მინიმალური სიმპტომატიკით არის გამოხატული. ჩვენს სტაციონარში მკურნალობს 27 დადასტურებული პირი. ეს ხუთივე პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. დაკვირვების ქვეშ იყვნენ, რადგან როგორც ვიცით, ოთხი წყაროდან ერთ-ერთ წყაროსთან იყვნენ კონტაქტში. კონტაქტირებული პაციენტები იყვნენ, იზოლირებულნი იყვნენ და მათზე მიდიოდა დაკვირვება. როდესაც გამოვლინდა კლინიკური ნიშანი ტემპერატურის სახით ამ ორ პირთან, ჩაითვალა საჭიროდ, რომ გაკეთებულიყო ტესტირება.
ინფექციურში მყოფი, დადასტურებული 27 პაციენტიდან ოთხი პაციენტი არის 14 წლამდე ასაკის, ასაკს არ ვასახელებთ. ამ ხუთ პაციენტს ჰქონდა დადასტურებულ პირთან კონტაქტი. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი თვითიზოლაციაში, მეთვალყურეობისა და დაკვირვების ქვეშ, რომ მათ კონტაქტი ჰქონდათ ინფექციით დადასტურებულ პირთან“, – განაცხადა  ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებს შეხვდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებს- მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ უნდა იგრძნოს