გიორგი გახარია: სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული არავინაა

შინაგან საქმეთა მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებულია.

მინისტრის განმარტებით, შეიქმნა საგამოძიებო მაღალი დონის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი.

“შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და უახლოეს პერიოდში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს. გვესმის, რომ ეს არის რეზონანსული საქმე და ხვალიდან საგამოძიებო ჯგუფი იქნება ღია საზოგადოებასთან ურთიერთობის ჭრილში. ეს ის დროა, როდესაც აქტიური საგამოძიებო ქმედებების დიდი ნაწილი დასრულებული იქნება. დავიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან. ამ დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებული არ გვყავს, – ” განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი: კრისტალბეთის რეკლამა სექსისტური შინაარსისაა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ თეა წულუკიანს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე არსებული უწყებათაშორისი კომისიის მოწვევის თხოვნით მიმართა