გიორგი გახარიამ თეა წულუკიანს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე არსებული უწყებათაშორისი კომისიის მოწვევის თხოვნით მიმართა

 „მინდა ვისარგებლო შემთხვევით, და იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს მოვუწოდო და ვთხოვო მას, იმ უწყებათაშორისი კომისიის მოწვევა, რომელიც არსებობდა და ძალიან კარგად და ეფექტურად მუშაობდა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. რატომღაც გარკვეულ პერიოდი მისი აქტიურობა, ასე ვთქვათ შენელდა. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი სადაც შესაძლებელი იქნება სერიოზული პროგრესის მიღწევა. მინდა ვთხოვო მას, როგორც შს მინისტრმა, რომ ეს კომისია რაც შეიძლება მალე მოვიწვიოთ. ეს იქნება ძალზედ მიშნელოვანი და კონკრეტული პლატფორმა რომელზეც შესაძლებელი იქნება კონკრეტული შედეგზე ორიენტირებული მსჯელობის გამართვა და გადაწყვეტილების მიღება“ – განაცხადა  შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული არავინაა
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი პრეზიდენტის ინტერვიუს ეხმაურება