გიორგი გახარია – სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 25, 2020 23:49

გიორგი გახარია – სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან

მნიშვნელოვანი

  • გიორგი გახარია - სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან

სხვა სტატიები

სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ყველაზე სწორი და სწრაფი გზა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და რაც მთავარია ნდობის აღდგენის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და პოლიტიკის განსაზღვრაში სრულად უნდა იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

„საქართველოს მთავრობის მიდგომა იქნება უფრო სტრუქტურირებული, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთიანი, გააზრებული პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, პოლიტიკა, რომელშიც იქნება ჩართული ყველა ის უწყება, რომელსაც აქვს პირდაპირი ურთიერთობა და კავშირი ამ პრობლემის მოგვარებასთან – ეს უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შერიგების სამინისტრო, შესაბამისი სპეციალური სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ა.შ. ეს უნდა იყოს სტრუქტურირებული, კონსოლიდირებული პოლიტიკა საქართველოს მიდგომის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ამ პოლიტიკის განსაზღვრაში სრულად უნდა იყვნენ ჩართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 25, 2020 23:49

Google სტატისტიკა


5,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics