თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პოლიციელმა მოკლა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს ზურაბ საჩიშვილს  სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს.

მკვლელობაში ბრალდებული თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილია

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა იყალთოში, ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. გასროლის შედეგად ხელის არეში დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 108 მუხლით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან
შემდეგი სტატიაიმერეთში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს