გიორგი გახარია : სამძიმარს ვუცხადებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, ეს ტრაგედია ცდება ოჯახს, ხდება ქვეყნის ტრაგედია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

ახალგაზრდის გარდაცვალებასა და ამ საქმის გამოძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული ტრაგედია ცდება ოჯახს და ხდება ქვეყნის ტრაგედია.

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა. პირველ რიგში, მე მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა ეს ტრაგედია ცდება ოჯახს, ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია და შესაბამისად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გავუფრთხილდეთ ოჯახს და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : საკარანტინე ზომების გამკაცრებისთვის მზად უნდა ვიყოთ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონ ლარამდე გამოეყოფა, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შეძენა