გიორგი გახარია : მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონ ლარამდე გამოეყოფა, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შეძენა

რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის, დღეს, ჩვენ მთავრობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს პრობლემა მთავრობამ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტოს.

„თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. მე, ჩემი თვალით ვნახე, როდესაც იქ სტუმრობისას ვიმყოფებოდი, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თათბირზე ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ჩვენ, სამინისტროებთან ერთად ვცდილობდით გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. მოგეხსენებათ, რომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით. ის კლინიკური ჯგუფი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, იყო უკიდურესად ეფექტური. ეს ჯგუფი, არა მხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ ჩვენს პარტნიორებსაც, ზოგიერთ შემთხვევებში, უწევდა კონსულტაციებს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : სამძიმარს ვუცხადებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, ეს ტრაგედია ცდება ოჯახს, ხდება ქვეყნის ტრაგედია
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია