გიორგი გახარია : საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლარიზაციის შემცირებისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია

საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებისა და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – წერს გიორგი გახარია „ფეისბუქზე“.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაგურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობის პროცესში 2 ვერტმფრენი ჩაერთო