გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობის პროცესში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. დამწვარია 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ხანძარს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. როგორც გვითხრეს, დილით ცოცხალი ძალა გაიზარდა და მაშველებია რაოდენობა სამას აღწევს. ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკვე ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ვაკიჯვარში, ქარსაფარ ზოლს ხანძარი გუშინ გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლარიზაციის შემცირებისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია
შემდეგი სტატიაკორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი