გიორგი გახარია პარტიის საარჩევნო სიაზე – ნუ ვჩქარობთ, ჯერ ჩვენ კონკრეტული ამოცანები გვაქვს – ეს არის პანდემია, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი

ჩვენ დღეს საოპერაციო დონეზე იმდენი მიმდინარე საკითხები გვაქვს გასაკეთებელი, არც გვიფიქრია ამაზე,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, წინასაარჩევნოდ მისი კანდიდატურა სიის სათავეში ვიხილოთ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯერ მთავრობის წინაშე დგას კონკრეტული ამოცანები – ეს არის პანდემია, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი.

„ყველაფერი შესაძლებელია, ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები – ეს არის პანდემია, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არ მიფიქრია ამ სიაზე. ჯერ ადრეა. არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს, რა დროს კონსულტაციებია. ჩვენ დღეს საოპერაციო დონეზე იმდენი მიმდინარე საკითხები გვაქვს გასაკეთებელი, არც გვიფიქრია ამაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – შიდა ქართლში გლეხს და ფერმერს სჭირდება განსაკუთრებული დახმარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინიციატივები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული
შემდეგი სტატიალომისობის დღესასწაულზე ტაძრის ეზოში მამაკაცი გარდაიცვალა