გიორგი გახარია – ოზურგეთის მერიაში პრემიების გაცემის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული

ოზურგეთის მერიაში პრემიების გაცემის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

ეს ფაქტი თუ დადასტურდა, მიმაჩნია კატეგორიულად მიუღებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, ოზურგეთის მერიაში პრემიების შესაძლო გაცემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

„მე მესმის, რომ ეს ადამიანები შეიძლება დღეს წინა ხაზზე არიან და Covid-19-ს ებრძვიან, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა, ისინი საჯარო მოხელეები არიან. ისინი ან არჩეულები არიან, ან დანიშნულები არიან გუნდის მიერ და ხალხს უნდა ემსახურონ, იმის მაგივრად რომ პრემიები აიღონ. გავერკვევი, გპირდებით და თუ ეს დადასტურდა, მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზირებული COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი მედიცინის შეკრული რესპუბლიკური ცენტრი
შემდეგი სტატიამერწმუნეთ, ჩვენ ეკლესიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს