გიორგი გახარია – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზირებული COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი მედიცინის შეკრული რესპუბლიკური ცენტრი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო არ არის ერთადერთი კლინიკა, რომელიც მზადდება COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, პაციენტების მისაღებად და შემდგომ მათი მკურნალობისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხ დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა 1 კვირის განმავლობაში. პრემიერის განცხადებით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და ზოგადად, დასავლეთ საქართველოსთვის

„აქ უკვე არის იმფექციური, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს. ქობულეთში არის კიდევ ერთი კლინიკა. რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხ დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა 1 კვირის-10 დღის განმავლობაშ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და ზოგადად, დასავლეთ საქართველოსთვის, რამეთუ, ეს იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზირებული COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი შეკრული რესპუბლიკური ცენტრი მედიცინის, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აჭარაში და საქართველოში მაქსიმალურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და ქვეყანამ მინიმალური დანაკარგებით გაიაროს ეს მძიმე ბრძოლა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია სახალხო დამცველის დასკვნას ეხმაურება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ოზურგეთის მერიაში პრემიების გაცემის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული