გიორგი გახარია – მინდა, მხარი დავუჭირო ინგა გრიგოლიას

მინდა, მხარი დავუჭირო ინგა გრიგოლიას, მიუღებელია ის ზეწოლა, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გენერალურ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, მადლობას უხდის ჟურნალისტს მწვავე დისკუსიისთვის.

„პირველ რიგში, ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი – ჩემთვის არის მნიშვნელოვანი შემდეგი, რა რაოდენობის ადამიანი, მოქალაქე გვიჭერს ჩვენ მხარს და ჩვენი ის იძულებული ქმედებები, რომელიც მოგვიწია – რა იყო ამის მიზეზი. მიზეზი იყო სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან არიდება. თუ სხვა შეკითხვები არ გაქვთ, მინდა, გამოვთქვა ერთი აზრი. მინდა, ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ძალზედ მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მქონდა საშუალება, ჩემი აზრი გამომეთქვა, ზოგჯერ მწვავე კამათშიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიდაკავებული აქციის მონაწილე – „გავიარე პარლამენტთან, იქ მითხრეს არასწორი ინფორმაცია, რომ რუსები არიან ჩვენს პარლამენტშიო – ყველაფერს ვაცნობიერებ და ვნანობ“
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი: ამოღებულია ყველა ვიდეოჩანაწერი – როგორც მედიაზე გასული კადრები, ასევე საჯარო და კერძო ობიექტებზე არსებული ჩანაწერები