გიორგი გახარია: კონტრაქციის ორგანიზატორებს ვთხოვ გადაიფიქრონ

“კონტრაქციის შესახებ თქვენგან პირველად მესმის და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ მსგავსი ღონისძიებები დღეს არ არის საჭირო.

მე თითოეულ ადამიანს მინდა ადამიანური მადლობა ვუთხრა, მაგრამ ასევე მინდა ვთხოვო, რომ დღეს, როცა ყველა ვცდილობთ, მოქალაქეებთან ერთად, მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა, ვებრძოლოთ პოლარიზაციას საზოგადოებაში, მსგავსი აქციები მხოლოდ ხელს გვიშლის, რა მოტივითაც არ უნდა ტარდებოდეს.

ამიტომ მინდა გულწრფელად ვთხოვო და დავარწმუნო, რომ მსგავსი აქციები არ არის საჭირო. ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან ყოველთვის ვიპოვით გზას და გვექნება საშუალება, რომ ერთმანეთს არა აქციებით ველაპარაკოთ, არამედ შევძლოთ, კონსტუქციულ დიალოგში გადავიყვანოთ ჩვენი საუბრები.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო თოთოეულ მოქალაქეს, რომელიც მსგავს ღონისძიებას აორგანიზებს, რომ გადაიფიქრონ, არ არის ეს საჭირო ”-აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

banner
წინა სტატიაში,,ადრე თუ გვიან გახარია და ბახტაძე ხელს ივანიშვილს დაადებენ”-ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაფაქტობრივად ირაკლი კობახიძე გადაეფარა გუნდს – შს მინისტრი რუსი დეპუტატების ვიზიტზე