გიორგი გახარია-იმედი მაქვს,რომ ალექსანდრე მოწერელია შემოიტანს დინამიკას რეგიონის განვითარებაში

,,მე  იმედი მაქვს ,რომ ახალი გუბერნატორი შემოიტანს დინამიკას რეგიონის განვითარებაში”-ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში, მხარის პირველი პირის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

გახარიას თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს  გააჩნია დიდი პოტენციალი, იმისათვის ,რომ იყოს უფრო განვითარებული და საცხოვრებლად კომფორტული. ვიცე-პრემიერმა ქვეყნისთვის რეგიონის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება

,,ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა რაც აკისრია ამ რეგიონს  გახლავთ ჩვენი გამყოფი ხაზი, საერთო ტკივილი აფხაზეთი ,რომელიც  გვავალდებულებს საქართველოში ვიყოთ ყველაზე კარგები, წარმატებულები პირველ რიგში ეკონომიკაში და სხვა სოციალური  მიმართულებით. დარწმუნებული ვარ ,რომ ეს იქნება ძირითადი გამოწვევა და უახლოეს წლებში ამას თავს გავართმევთ. გიორგი გახარია-იმედი მაქვს,რომ ალექსანდრე მოწერელია შემოიტანს ახალ დინამიკას რეგიონის განვითარებაში”- განაცხადა გახარიამ

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია – „ჩვენი ამოცანაა მოსახლეობის ფართო და აქტიური მონაწილეობით გავაძლიეროთ კონტროლი ადგილობრივი მმართველობის მთელ სპექტრზე“
შემდეგი სტატია„მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენთვის რეგიონში სამუშაო ადგილების არასაკმარისი რაოდენობა და ეკონომიკური მდგომარეობაა, რაზეც რა თქმა უნდა ბევრს ვიმუშავებთ”