ალექსანდრე მოწერელია – „ჩვენი ამოცანაა მოსახლეობის ფართო და აქტიური მონაწილეობით გავაძლიეროთ კონტროლი ადგილობრივი მმართველობის მთელ სპექტრზე“

,,ძალისხმევა მთლიანად უნდა ხმარდებოდეს , რეგიონში სიტუაციის არსებითად გაჯანსაღებას და იმ პროცესების წარმართვას ,რაც მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას რეალურად გააუმჯობესებს”-ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა წარდგენისას განაცხადა.

მხარის პირველი პირის თქმით, სამხარეო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა აქტიური მონაწილეობით ადგილობრივი თვითმართველი ორგანოების გააქტიურება იქნება.

“ჩვენი ამოცანაა მოსახლეობის ფართო და აქტიური მონაწილეობით გავაძლიეროთ კონტროლი ადგილობრივი მმართველობის მთელ სპექტრზე. ჩვენი მიზანია, მმართველობა გახდეს მეტად პრაქტიკული და კონკრეტული ძალისხმევა მივმართოთ კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად. ჩვენი ძალისხმევა მთლიანად უნდა ხმარდებოდეს რეგიონში სიტუაციის არსებითად გაჯანსაღებას და იმ პროცესების წარმართვას, რაც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას რეალურად გააუმჯობესებს.

სახელმწიფო სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლი ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტია და ამ საქმეში ყველა იმ სახელმწიფო მოხელის იმედი გვაქვს, ვინც კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენ ასევე მეტს მოველით საკრებულოებიდან. ეს ხელისუფლების მნიშვნელოვანი შტოა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კონტროლი, გამჭვირვალობა და საჯაროობა, ანუ ის, რაც განსაკუთრებით გვჭირდება მიმდინარე ეტაპზე. თუმცა, ხშირად სურათი ამ მოთხოვნების ადეკვატური არ არის. სამწუხაროდ, დამაკმაყოფილებლად ვერ მივიჩნევთ ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაციის დონეს მოსახლეობასთან, რომლის წინაშე ანგარიშვალდებულება მეტწილად იგნორირებულია.”-განაცხადა გუბერნატორმა

ალექსანდრე მოწერელიამ ყურადღება გაამახვილა, ასევე რეგიონში აგრარული დარგის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა ,რომ ეს დარგი ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

,,გარდა ამისა, ყურადღების მიღმა რჩება აგრარული დარგის, მათ შორის უფროსი თაობის სპეციალისტების პოტენციალი, რომელთა გამოცდილება ფასეულია ჩვენთვის. აქტიური კომუნიკაციის დამკვიდრება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მმართველობის, მისი ინსტიტუციების პასუხისმგებლობის ამაღლებას მოსახლეობის წინაშე და გამორიცხავს ნიჰილიზმსა და გულგრილობას”- აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია-„ხელისუფლება უნდა აკეთებდეს იმას, რაც მოსახლეობის ინტერესებშია“
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია-იმედი მაქვს,რომ ალექსანდრე მოწერელია შემოიტანს დინამიკას რეგიონის განვითარებაში